მთავრობის პრიორიტეტები ეკონომიკური კრიზისის დროს - 350 ახალ მანქანას ხელისუფლება ყიდულობს მერიისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, რკინიგზისთვის. ჩამონათვალშია უახლესი მოდელების პიკაპები. ჯამში 40 მილიონამდე ლარს ყოფილი მინისტრის კომპანია მიიღებს.
ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან ქართული ოცნების ხელისუფლებამ მხოლოდ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 80 მილიონის ავტომობილი შეიძინა. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს აშკარა კორუფციაა. ოცნებაში კი ხალხს არწმუნებენ, რომ უახლესი ჯიპები საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აუცილებელია.