სოხუმში დაბადებულ ვიქტორ სანეევს არასოდეს უთქვამს უარი თავის სამშობლოზე და არაერთი მაცთუნებელი წინადადების მიუხედავად, მთელი ხანგრძლივი სპორტული კარიერის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოს წარმოადგენდა. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, იგი თავის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა.