logo
ENG



ვიღაც ცდილობს, შექმნას განწყობები, რომ ეკლესია ანტიევროპულია - მეუფე ნიკოლოზი

25 მაი 202022:04
3 წუთის საკითხავი
 

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საქართველო არის ევროპა და ამას ვერ შეცვლის ვერაფერი. მისივე განმარტებით, ამის დასტური არის „ვეფხისტყაოსანიც“.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“, ასევე, ისაუბრა რუსულ ეკლესიაზეც და განაცხადა, რომ არ შეიძლება რუსი წმინდანების დამოკიდებულების უგულებელყოფა საქართველოსადმი.

„ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ ეს განწყობები შექმნას - რომ ეკლესიაში ანტიევროპული განწყობაა. ჩვენ ვართ ევროპა. ეს ჟვანიამ თქვა პირველად. ჩვენ გეოგრაფიულად ევროპა ვართ. „ვეფხისტყაოსანია“ ჩვენი მთავარი ნაწარმოები - აღმოსავლურ ფორმაში შეფუთული დასავლური ღირებულებები. 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ - ამას ვინ შეეკამათება. როგორც შეიძლება, პრორუსულები ვიყოთ. მე თვითონ მაქვს განწყობა, როცა მიკრძალავენ რუსეთზე ლაპარაკს - რუსული პოლიტიკა არის მიუღებელი. მაგრამ რუსეთში არიან წმინდანები, რომლებიც გიჟდებოდნენ საქართველოზე. მაგალითად, სერაფიმე საროველმა თქვა, რომ ანტიქრისტე არ შეეხება მხოლოდ საქართველოს", - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ანტონმა ქადაგებისას განცხადება გააკეთა იმის შესახებ, უნდა გადაეხედა თუ არა ქვეყანას ევროატლანტიკური კურსისთვის. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ის კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. 


close დახურვა