logo
ENG



ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური - იმნაძის რეკომენდაციები სახლში მყოფ კოვიდინფიცირებულებს

20 ოქტ 202021:14
3 წუთის საკითხავი
 
ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური - იმნაძის რეკომენდაციები სახლში მყოფ კოვიდინფიცირებულებს

"ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური, იმიტომ რომ უნდა ვიმოძრავოთ, რაც შეიძლება მეტი", - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციები გასცა. ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ინტერვიუსას პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მკურნალობა, როგორც ასეთი, სახლში მყოფ პაციენტების უმრავლესობას, საერთოდ არ სჭირდება. 

"მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ სისხლის შედედებაზე შეიძლება, ამან [ვირუსმა] იმოქმედოს. ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობია ვიაროთ აქეთ-იქით, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ლიმნიანი ჩაი კარგია ამისთვის.

თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტი. თუ რისკფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ, ასევე აღნიშნა, რომს ახლის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება ე.წ. სისხლის გამათხელებლების მიღება. 


close დახურვა