logo
ENG



ვიცავთ აჭარის მაუწყებლობას და სიტყვის თავისუფლებას - სოლიდარობის კამპანია გრძელდება

13 მაი 202009:56
3 წუთის საკითხავი
 

ერთი დღით შეცვლილი გარეკანის ფოტო - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად ონლაინგამოცემები დღეს სოლიდარობის კამპანიაში ჩაერთვებიან. ინიციატივა კოალიციას "მედიის ადვოკატირებისთვის" ეკუთვნის. არასამთვრობო ორგანიზაციების შეფასებით, გასული წლის ნოემბერში, აჭარის მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხზე საკადრო წმენდა დაიწყო. ნოემბრიდან დღემდე გენერალურმა დირექტორმა 10-ზე მეტი ადამიანს სამსახურეობრივი პოზიცია შეუცვალა, ჩამოაქვეითა ან გაათავისუფლა.

"იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც იქ დღეს აქვთ დასაქმებულ ჟურნალისტებსა და უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მედიაორგანზიაციები ერთად ვუჭერთ მხარს და ვართ სოლიდარულები იმ საკითხებისადმი, რაც მათ აწუხებთ. ამ გაერთიანებით ჩვენ ვიცავთ, არამარტო აჭარის მაუწყებლობას, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და ჩვენი ჟურნალისტებიც, მენეჯერების მომავალს",-აცხადებს ნათია კაპანაძე. 

ეს სოლიდარობის პირველი აქცია არ არის, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარი ტელევიზიებმაც დაუჭირეს. 20-მდე მაუწყებელმა, მათ შორის, ტელეკომპანია "ფორმულამ" 1 წუთის განმავლობაში მაუწყებლობა შეაჩერა და კადრში დატოვა წარწერა - "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".


 


close დახურვა