ქაოსურ და სკანდალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება მოგვიტანს ცუდ შედეგს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმაი გია ვოლსკიმ. მისი განცხადებით, პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი გამოწვევებია ჩვენს წინაშე.
„სულ მალე იქნება არჩევნები. მოვემზადოთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე - გამორიცხავს თუ არა ვადამდელ არჩევნებს - ვოლსკი განმარტავს, რომ საერთოდ არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
„საერთოდ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ამის წინაპირობა არც კანონიერი და არც ემოციური არანაირად სახელმწიფოსი არ არსებობს. ხალხი ელოდება ბიუჯეტს, ხალხი ელოდება მდგომარეობის გამოსწორებას და ხალხი ელოდება იმას, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს სტაბილურობას,“ - აცხადებს ვიცე-სპიკერი.