logo
ENG



ვიცე-სპიკერი იოსელიანი NATO-ში საქართველოს ელჩს აქებს

20 მაი 202112:56
3 წუთის საკითხავი
 
ვიცე-სპიკერი იოსელიანი NATO-ში საქართველოს ელჩს აქებს

საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი პარტია მოქალაქეების დეპუტატი ლევან იოსელიანი იყო, რომელიც პარლამენტში შესვლის შემდეგ ვიცე-სპიკერი გახდა. ის ვიზიტს Facebook-ზე აჯამებს და ნატოში საქართველოს ელჩს ვიქტორ დოლიძეს მადლობას უხდის.

მისი თქმით, ნატოშიც გულდასმით დააკვირდებიან, როგორ რეფორმებს გაატარებს საქართველო დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, შესრულდება თუ არა პრეზიდენტ მიშელის შეთანხმება. მისივე განცხადებით, "ამაზეა დამოკიდებული რამდენად მეტი ნატო იქნება წარმოდგენილი საქართველოში, რამდენად მალე გაიღება ნატოს კარი ჩვენი ქვეყნისთვის."

"აქვე, არ შეიძლება საჯარო არ გავხადო ის მადლობის სიტყვები, რომელიც ჩვენი თანდასწრებით გამოხატა ბატონმა მირჩამ ვიქტორ დოლიძის მიმართ, მან თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური და პროფესიონალი ელჩი ნატოში. მეც მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ვიქტორს, რომ ასე პატიოსნად და გულმოდგინედ იბრძვის საქართველოს ინტერესებისთვის იქ, სადაც ყველაზე მეტად ესაჭიროება დღეს ჩვენს ქვეყანას წარმატება", - წერს იოსელიანი.


close დახურვა