logo
ENG



ვიცემერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს

04 თებ 202115:38
3 წუთის საკითხავი
 
ვიცემერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს

თბილისის ვიციმერის ირაკლი ხმალაძეს განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესიც, ხოლო შაბათ-კვირას ტრანსპორტი არ იმოძრავებს.  

"სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე ანუ 21:00 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელები და ავტობუსების შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან მგზავრი პირბადეს მოიხსნის", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.  

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.

 


close დახურვა