8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
შესაბამისად, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
თბილისში ამუშავდება ყველა სახის ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი.
"დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ", - თქვა გახარიამ.
მისი თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.