logo
ENG



ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას - გრიგოლ ვაშაძე

17 ნოე 201916:07
3 წუთის საკითხავი
 
iajy2kd2yzrvtx6.png

"ოპოზიცის 4 მოთხოვნაა: ვადამდელი პროპორციული არჩევანი, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც თავის თავს მთავრობას ეძახის, უნდა გადადგეს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული "ცესკო", რათა კორუმპირებული ხალხისგან განიწმინდოს, პოლიტპატიმრების  გათავისუფლება. ვახტანგ გაფრინდაშვილის რუსი ნაცისტებისგან  გათავისუფლება",- ამ სიტყვებით მიმართა აქციაზე მყოფ მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. 

მისი თქმით, დღეს საზოგადოება გაერთიანებულია მხოლოდ ერთი პერსონის მიმართ და ესაა ბიძინა ივანიშვილი. 

"ყველა მინუს ერთი - ბარიერი, ხედავთ ამ ბანერს და ეს  არ ნიშნავს მხოლოდ ოპოზიცური პარტია მინუს "ქართული ოცნება". ეს ნიშნავს, ყველა რიგითი მოქალაქე მინუს "ქართული ოცნება". ეს ნიშნავს საქართველო მინუს "ქართული ოცნება". ერთი ადამიანი დგას ვინმე, რომელმაც რამე იხეირა ბოლო 7 წელში, თუ არა ფარცხალაძის დაჯგუფება?! ის ხალხი თბილ კაბინეტშია ახლა. პოლიციას მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი იცვლება და თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, არა ამათ ხელში. ნუ გაიმეორებთ გავრილოვის ღამეს",- განმარტავს ვაშაძე. 

მისივე თქმით, დღესვე უნდა დაიწყოს პარლამენტის პიკეტირებაც. 

"ქართული ოცნების ნაკერავზე გახევის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება და ბოლოს, არსად ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, რადგან ამ მთავრობამ დაკარგა ლეგიტიმაცია. როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველობა გეუბნება, რომ ფეხზე კიდია მოქალაქე, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ ჩვენს მოქაქლაქეებს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 


close დახურვა