logo
ENG



ვლადიკავკაზის ანტისამთვრობო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოსკოვში დააკავეს

30 აპრ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიკავკაზის ანტისამთვრობო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოსკოვში დააკავეს. არსენ ბესოლოვი იმ ტელეგრამ-ჩატის ადმინისტრატორია, სადაც მიტინგი დაიგეგმა. გარდა ამისა დაკავებული ეგრეთ წოდებული „ოვიც-დისიდენტის“ ვადიმ ჩელდიევის მხარდამჭერია, რომელსაც აქციის უშუალო ინიციატორად მიიჩნევენ.

მიტინგი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში 20 აპრილს გაიმართა. ასობით ადამიანი მთავრობის სახლთან შეიკრიბა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. სამუშაო ადგილების დაკარგვას აპროტესტებდნენ. აქცია სპეცრაზმმა დაშალა და 60 ზე მეტი ადამიანი დააკავა. 


close დახურვა