logo
ENG



ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში G20-ს სამიტზე დასწრებას აპირებს

27 ივნ 202223:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/28/5ofate8gtds124i.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში დიდი 20-ს სამიტზე დასწრებას აპირებს. ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.

"დიახ, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენი მონაწილეობა გაითვალისწინონ", - თქვა უშაკოვმა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია ჩავა თუ არა ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში პირადად თუ სამიტში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებს.

"არ ვიცი, ჯერჯერობით გვპატიჟებენ პირადად, თუმცა დრო ჯერ კიდევ ბევრია. იმედი მაქვს, რომ პანდემია მოგვცემს საშუალებას ამ მნიშვნელოვან სამიტს პირადად დავესწროთ, უბრალოდ მეშინია წინასწარ თქმა. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ინდონეზიას "აწვებოდნენ" სხვადასხვა დასავლური ქვეყნები. ამ საკითხს განვიხილავთ, მაშინ როდესაც ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო მოსკოვში, 30 ივნისს ჩამოვა. მადლობა გადავუხადეთ მას მოწვევისთვის [G20-ს სამიტზე], ვუთხარით, რომ ვართ დაინტერესებული. დრო ჯერ ბევრია. ვნახოთ", - აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი G20-ს სამიტზე დაპატიჟა, რომელიც ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.


close დახურვა