logo
ENG



ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიან მკვლელად კიდევ ერთხელ მოიხსენია

19 დეკ 201917:03
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიან მკვლელად კიდევ ერთხელ მოიხსენია. რუსეთის ლიდერის შეკითხვა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. პუტინის თქმით, ხანგოშვილი ის ადამიანი იყო, რომელიც მოსკოვის მეტროს აფეთქებების ორგანიზებაში მონაწილეობდა. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ გერმანიის პროკურატურისთვის მისი ექსტრადირება რუსეთს არ მოუთხოვია, რადგან პასუხი უარყოფითი იქნებოდა.

რუსეთის ლიდერს დღეს ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის შესაძლო მშენებლობის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ იდეა მიზანშეწონილი, მაგრამ არადროულია.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დონბასის კონფლიქტის მოსაგვარებლად პირდაპირი დიალოგია საჭირო.

მას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებაც ჰკითხეს. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ბრალდება რუსეთთან ფარულ თანამშრობლობაზე იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდა მაგრამ, დემოკრატები საამისოდ დღეს უკრაინის თემას იყენებენ. 


close დახურვა