logo
ENG



ვლადიმერ პუტინმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

09 მაი 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმერ პუტინი ბოლო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის ლიდერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და სიტყვითაც გამოვიდა, თუმცა ალექსანდრეს ბაღში მასთან ერთად მხოლოდ პირადი ფოტოგრაფი და საპატიო ყარაული იმყოფებოდა.

პუტინის თქმით, გამარჯვების დღე რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მას აუცილებლად აღნიშნავენ ღირსეულად. წითელ მოედანზე ტრადიციული მასშტაბური სამხედრო აღლუმი წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა მოეწყო ავიაშოუ. დედაქალაქის ცენტრალური მოედნის თავზე სიმბოლურად 75-მა ვერტმფრენმა და თვითმფრინავმა გადაიფრინა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი 10,800-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულთა რიცხვი კი კიდევ 104-ით გაიზარდა. 


close დახურვა