რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს პეკინში ჩაფრინდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პუტინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში "ერთი სარტყელი - ერთი გზა". ასევე იგი შეხვდება, ვიეტნამის, ტაილანდის, მონღოლეთის ლიდერებს. სამშაბათს რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები გაიმართება.
მას შემდეგ რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს რუსეთის პრეზიდენტის მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ. პეკინის აეროპორტში მას ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი შეხვდა.
გარდა ამისა, წელს ეს არის კრემლის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ.
ICC, რომელიც პუტინს უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებს, სასამართლოს 123 წევრ ქვეყანას ავალდებულებს, დააპატიმრონ პუტინი და ჰააგაში გადაიყვანონ, თუკი ის მათ ტერიტორიაზე მოხვდება. არც ყირგიზეთი და არც ჩინეთი ICC-ის წევრები არ არიან.