logo
ENG



ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად და არა პოლიტიკური შეხედულებებით - სესიაშვილი მელიაზე

12 დეკ 201912:06
3 წუთის საკითხავი
 
hd2xawwq2h2uo6x.jpg

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებენ და არა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თუ გადაწყვტილება შევიდა კანონიერ ძალაში, პარლამენტი ვალდებულია, საკითხი 15 დღის ვადაში კენჭისყრაზე დააყენოს.

„გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსტიტუციის შესაბამისად. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, როდის ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა. მაგალითად, არის შეუთავსებელი საქმინობა, გარდაცვალება, გაცდენები. აქ არ წერია, შეიძლება შუწყდეს, აქ წერია, უნდა შეუწყდეს. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსტიტუციის შესაბამისაად და არა იმის მიხედვით, მე მისი პოლიტიკური შეხედულება მომწონს თუ არა. თუ გადაწყვტილება შევიდა კანონიერ ძალაში, პარლამენტი ვალდებულია 15 დღის ვადაში კენჭისყრაზე დააყენოს. კოლეგის მიმართ დამოკიდდებულება რთულია, მაგრამ ამას ითხოვს კონსტიტუცია, კანონი“, - განაცხადა ირაკლი სესიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას კომიტეტზე მხარი დაუჭირეს.

 


close დახურვა