logo
ENG



ვოლკერი: პუტინს რომ მეტი შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა

24 მაი 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/px6efce839pkpvo.png

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, პუტინს რომ მეტი შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა.

"უკრაინის დასავლელი მოკავშირეები არ გადასცემენ უკრაინას გარკვეული ტიპის იარაღს იმის გამო, რომ ე.წ. წითელი ხაზები უნდა იყოს დაცული, რათა არ მოხდეს პუტინის პროვოცირება. ეს აბსოლუტურად არასწორია, საერთოდ არ მესმის. პუტინს მეტი რომ შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა.

პუტინი დასავლეთის ქვეყნებისგან რაიმე ქმედებას არ ელის. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა.

მანამდე, ვოლკერმა განაცხადა, რომ რუსული ძალები სამხედრო აღჭურვილობის მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან ცდილობენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი დანაკარგები აქვთ.


close დახურვა