logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს

27 აპრ 202219:47
3 წუთის საკითხავი
 
ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს. 

ამის შესახებ მან ტვიტერზე თავად დაწერა. 

"ვესაუბრე ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, კონკრეტულად კი ცხადი პოზიციისთვის გაეროში. განვიხილეთ საკვების უსაფრთხოების საკითხი. ვაფასებ მის მიერ ჩემს მიწვევას დიდი ოცეულის სამიტზე". - განაცხადა ზელენსკიმ. 

დიდი ოცეულის სამიტი ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. ამ ეტაპზე ოცეულის პრეზიდენტი ქვეყანა სწორედ ინდონეზიაა

G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი. ასევე, ოცეულის წევრია რუსეთიც. 

უცნობია, მიიღებს თუ არა 2022 წლის სამიტში მონაწილეობას რუსეთი, უკრაინაში შეჭრის გამო. ზოგიერთი ქვეყანა მის ჩართულობას მკაცრად ეწინააღმდეგება. 


close დახურვა