logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

19 სექ 202308:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/yfdyta300dji7aa.jpeg
Bloomberg | Getty Images

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

ზელენსკი ნიუ-იორკს ორშაბათს ეწვია - სიტყვით გამოსვლამდე, მას შეხვედრები ექნება სხვადასხვა ლიდერთან. მიმდინარე კვირაში გაემგზავრება ვაშინგტონშიც, სადაც დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.

ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ, ზელენსკიმ ის უკრაინელი მებრძოლები მოინახულა, რომლებიც აშშ-ში რეაბილიტაციას გადიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოთხშაბათს ის პირველად შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას.


close დახურვა