logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

11 იან 202411:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/ow5lu6sw9gsodma.png

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში ჩავიდა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ტსახკნა ავრცელებს და აეროპორტში გადაღებულ ზელენსკის ვიდეოს აქვეყნებს.

"დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ჩვენ კარგ მეგობრებს და მოკავშირეებს - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას ტალინში. უკრაინას ვაძლევთ მძლავრ სიგნალს, რომ ესტონეთი მტკიცედ დგას მათ მხარეს და ერთად ამ ომში გავიმარჯვებთ", - წერს ესტონელი მინისტრი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში იმყოფებოდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ზელენსკის პირობა მისცა, რომ უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევენ, რომელიც საბრძოლო მასალას, გენერატორებსა და ჯავშან მანქანებს მოიცავს. ესტონეთის შემდეგ ზელენსკი ლიტვაში გაემგზავრება.


close დახურვა