logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

06 სექ 202421:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/06/jtyr0fbosemzu7b.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე "რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" გამოვა.

უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც ხვალ გაიმართება. 

6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც პირადად დაესწრო რამშტაინის ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომას. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.


close დახურვა