logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

09 იან 202523:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/09/w94l8yyioxgmibx.png

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ჯორჯია მელონსა და პრემიერმინისტრ სერჯო მატარელას შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზელენსკის შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან 9 იანვარსაა დაგეგმილი, ხოლო პრემიერმინისტრთან 10 იანვარს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ზელენსკი იტალიაში სხვადასხვა თემას განიხილავს, როგორებიცაა: თავდაცვის მხარდაჭერა; უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება. ასევე, მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაცია; ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ასევე, დრო დაეთმობა G7-ის ფარგლებში თანამშრომლობის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვას.


close დახურვა