logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა

09 ოქტ 202416:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/09/chmcvjo64vyukx6.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ქვეყნის პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად ჩავიდა, სადაც უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობას მიიღებს

"მე ჩავედი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციასა და ასევე უკრაინის აღდგენას.

სამიტზე "უკრაინა+12" ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე",  - წერს X-ზე ზელენსკი.

 

close დახურვა