logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკიმ გრემის დაჯილდოებაზე შეკრებილებს მიმართა

04 აპრ 202209:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/f6h1txd73pcm8wn.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გრემის დაჯილდოებაზე შეკრებილებს მიმართა. 

"ომი - რა არის მუსიკის იმაზე მეტად საპირისპირო, ვიდრე ომი, განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების დუმილი?

ჩვენი შვილები ჩამოვარდნილი ვარსკვლავების ნაცვლად მფრინავ რაკეტებს ხატავენ. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 დაიღუპა, რომელთა ნახატებს ვეღარასდროს ვიხილავთ.

ჩვენი მშობლები ბედნიერი არიან, რომ ბომბებისგან თავშესაფარში იღვიძებენ, რადგან გადარჩნენ. ჩვენთვის საყვარელმა ადამიანებმა არ იციან, ვიქნებით თუ არა კვლავ ერთად. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას - ვინ გადარჩება და ვინ დარჩება სამუდამო სიჩუმეში.

ჩვენს მუსიკოსებს კოსტიუმების ნაცვლად სამხედრო აღჭურვილობა აცვიათ. ისინი დაჭრილთათვის საავადმყოფოებში მღერიან. მათთვისაც კი, ვისაც მათი არ ესმით. თუმცა, მუსიკა მათთან მაინც მიაღწევს.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რომ ვიცხოვროთ, რომ გვიყვარდეს, ხმა რომ გვქონდეს.

ჩვენს მიწაზე რუსეთს ვებრძვით, რომელიც თავისი ბომბებით საზარელ სიჩუმეს აყენებს. მკვდარ სიჩუმეს.

შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით, რათა მოყვეთ ჩვენი ამბავი. მოყევით სიმართლე ომის შესახებ თქვენს სოციალურ ქსელებზე, ტელევიზორში. მხარი დაგვიჭირეთ რა ფორმითაც შეგიძლიათ, თუმცა არ იყოთ ჩუმად.

შემდეგ კი მშვიდობა დაისადგურებს - ჩვენს ყველა ომისგან განადგურებულ ქალაქში: ჩერნიგოვში, ხარკოვში, ვოლნოვახაში, მარიუპოლსა და სხვებში… ისინი უკვე ლეგენდად იქცნენ, თუმცა ვვოცნებობ, რომ ისევ გამოცოცხლდებიან და იქნებიან თავისუფლები. ისეთივე თავისუფლები, როგორებიც თქვენ ხართ Grammy-ს სცენაზე". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა