logo
ENG



ვოლოდინი: კიევისთვის თავდასხმის იარაღების მიწოდება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანს

22 იან 202314:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/22/ypbwrpl58dy9zqm.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის თავდასხმის იარაღების მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს.

ამის შესახებ ვოლოდინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა

"კიევის რეჟიმისთვის თავდასხმის იარაღების მიწოდება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანს. თუ ვაშინგტონი და NATO-ს ქვეყნები მიაწვდიან იარაღს, რომელიც სამოქალაქო ქალაქებზე თავდასხმისთვის იქნება გამოყენებული და ეცდებიან ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, როგორც ისინი გვემუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით" - განაცხადა ვოლოდინმა.

მისი თქმით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებებს მსოფლიო "საშინელ ომამდე" და "სრულიად განსხვავებულ სამხედრო ოპერაციამდე მიჰყავთ".

დუმის სპიკერის დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსული იარაღი "ტექნოლოგიურად აღმატებულია" და ვოლოდინის თქმით, "უცხოელ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა გლობალური ტრაგედიით დასრულდეს, რაც მათ ქვეყნებს გაანადგურებს".

ვოლოდინმა ასევე მიანიშნა ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. მისი თქმით, დაუსაბუთებელია არგუმენტები აქამდე ადგილობრივ კონფლიქტებში ბირთვული იარაღის არგამოყენებაზე.

„არგუმენტები, რომ ბირთვული ძალებს აქამდე ადგილობრივ კონფლიქტებში არ გამოუყენებიათ მასობრივი ნგრევის იარაღები დაუსაბუთებელია. რადგან ეს ქვეყნები არ აღმოჩენილან იმ სიტუაციის წინაში, სადაც მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნა“ - განაცხადა ვოლოდინმა.

 

close დახურვა