logo
ENG



ვოლსკი: მერაბ ქვარაია ციხეში ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთხზული ბრალდებებით იჯდა

22 ნოე 201915:20
3 წუთის საკითხავი
 
mjzwnmkvqzvnq18.jpg

„მერაბ ქვარაია ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთხზული რაღაცა ბრალდებებით იჯდა,“ - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების “ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მერაბ ქვარაია ახლაც ახალი თაობის ბრუტალური შეტევის სამიზნეა.

„მერაბ ქვარაია 7 წლის განმავლობაში ეწამა, ციხეში იჯდა არაფრის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთხზული რაღაცა ბრალდებებით, დღეს კვლავ გახდა უკვე ახალი თაობის ბრუტალური შეტევის მიზანი და სამიზნე. არ მგონია, რომ ამას სათანადო შეფასება არ უნდა მიეცეს თქვენს მიერ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის წევრია.


close დახურვა