საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებას და პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე მორატოირუმის გამოცხადების საკითხს ეხმაურება.
როგორც ვოლსკი აცხადებს, მორატორიუმს დიდი საკანონმდებლო ფორმა არ გააჩნია და განმარტავს, რომ ის მაშინ შეწყდება, როდესაც გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი კრიტერიუმები შეიქმნება.
"მორატორიუმი აქ არის არის მთავარი. მორატორიუმს დიდი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ფორმა არ აქვს. მორატორიუმი შეწყდება მაშინ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც კრიტერიუმები ჰქვია, ვიქნებით სრულ თანხვედრაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 1-ელ ნოემბერს სააგენტო "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს შეიწყალებს. ეს ინფორმაცია უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ამბავს „ფეიკნიუსი“ უწოდა.