საარჩევნო კოდექსის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ეუთოს ოდირის რეკომენდაციებით მიმდინარეობს - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი აკეთებს. მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსი ოპოზიციისათვის პოზიციიების გაძლიერებას ითვალისწინებს.
„პროპორციულ ნაწილში, რომელიც გააჩნია შერეულ სისტემას, საკმაოდ დიდი რესურსი რჩება. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ეუთოს ოდირის რეკომენდაციებით ამ საარჩევნო სისტემის და კოდექსის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს და მათ შორის ოპოზიციისათვის პოზიციიების გაძლიერებას ითვალისწინებს,“- აცხადებს გია ვოლსკი.