logo
ENG



ვოლსკი: სასამართლო მტკიცებულებებით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა

02 ივლ 202014:12
3 წუთის საკითხავი
clock 751

„სასამართლო მტკიცებულებებით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა“, - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გია ვოლკსი აკეთებს. ვოლსკის თქმით, პოლიტიკური მართლსმსაჯულება და ადამიანების დისკრიმინაცია წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. 

„პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო მათი მმართველობის დროს და გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც და სიკვდილსაც, მათ გაპარტახებას და ქონების წართმევას, ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს დრო აღარ არის. გადაწყვეტს სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე გიორგი რურუა. არც გიგი უგულავა და არც ოქრუაშვილი უდანაშაულოდ არ იქნა ცნობილნი და ამაში ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. ვინც ამას ამბობს, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რათა ხელისუფლებამ სასამართლოდან გაათავისუფლონ ან საკნის კარები გაუღოს კონკრეტულ ადამიანს?“, - განაცხდა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. ელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია. 


close დახურვა