logo
ENG



ვოლსკი Daily Mail-ის სტატიაზე: ეს ზღაპარია

11 მაი 202009:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „დეილი მეილის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, ბრიტანულ ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა საქართვველოდან განახორციელეს, შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ.

მისი განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, ოპონენტები ქვეყნისთვის იმიჯის შელახვას ცდილობენ.

„თუ კი, ინფორმაცია, რომელიც "დეილი მეილში" გავრცელდა რეალობა იქნებოდა, ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიტანელ კოლეგებთან და ამის შესანიშნავი მაგალითი გვაქვს მაშინ, როდესაც რუსეთმა განახორციელა საქართველოზე კიბერთავდასხმა, ამიტომ ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. მორიგ ჯერზე იმედები უნდა გავუცრუო ოპონენტებს, საქართველო არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ოპოზიციას ადანაშაულებს გია ვოლკსიც, რომელიც მიიჩნევს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს ატყუებს. 

„ეს არის ზღაპარი, რომლის მცირეწლოვანებსაც არ სჯერათ და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს თანამშრომლობის უპრეცედენტო ხარისხი, განსაკუთრებით აი, ამ კიბერუსაფრთხოების თემებში ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ და მათ შორის, ბრიტანულ სტრუქტურებს შორის და არ რჩება დამატებითი შეკითხვა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საუბარია Daily Mail-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა. 


close დახურვა