"ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი", - ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშს.
მისი მტკიცებით, ორგანიზაცია ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც კონკრეტული პარტიის ინტერესებში შედის.
"ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი. ეგეთი არ მომხდარა. შენ ამას გამოიყენებ, ეს რუსული კანონია, ეს არის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც, რასაკვირველია, კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება", - ამბობს ვოლსკი.
***
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-ზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ადამიანების უფლებების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც "არათანაბარი". ამასთანავე ყურადღება გამახვილებულია მოვლენებზე, რომლებიც ე.წ. "რუსული კანონის" მიღებისას განვითარდა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, კანონი გამოხატვის თავისუფლებას ძირს უთხრიდა.
Human Rights Watch-ის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თავდასხმას მედიაზე და მთავრობის მხრიდან მომავალ მტრულ რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
გარდა მედიაგარემოსი, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებსა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.