ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ნინო ლომჯარიას შეთავაზებას პასუხობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და მას ნაცმოძრაობის "გარე სპიკერს" უწოდებს. ამასთან, ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოქტომბრის არცევნები ისე იქნება ორგანიზებული, რომ კოვიდსაფრთხეები მინიმუმამდე იქნება შემცირებული.
"სახალხო დამცველი ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რაც ნაცმოძრაობას გააჩნია. საარჩევნო პროცესს, არჩევნების დღე და შემდგომ პერიოდი, ორგანიზების დონეზე ისე გაკეთდება, რომ საფრთხეები იქნება მინიმუმამდე შემცირებული", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.