უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ განაცხადა წინა ხელისუფლებიდან უამრავი ხალხია გასამართლებული და ის შესაბამისად არის შეფასებული.
„ერთი რეზოლუცია საკმაოდ მოუზადებელი, გაუმართავი სამართლებრივად არის მთავარი საფრიალო დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას პერიოდი. შეფასებულიც არის, უამრავი ხალხი გასამართლებულია, ბევრი გაქცეულია, ბევრი კიდე იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერი არ არის. მააგალითად საქმე საქმეზე რომ მიდგა დაუდგა ყველა თავდებში ბატონ მელიას. არც ეს არის სასიამოვნი თემა მოსაგონად მაგრამ რეალობა ეს არის. ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები გაკეთება, მითუმეტეს მუდმივად ამორჩევა ჩვენი როგორც შეტევის მთავარი ობიექტი არის არასწორი და შეყვანა შეცდომაში საზოგადოების“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში უმრავლესობას მიმართა და განაცხადა რომ დღესდღეობიტ ერთადერთი რეალური ოპოზიცია სწორედ პატრიოტთა ალიანსია, ასევე ინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის სჭირდება, რომ მათ ფონზე უკეთესები გამოჩნდნენ.