logo
ENG



ვოლსკი მარგველაშვილზე: სამართლიანი შეფასების გარეშე პოლიტიკოსი ვერ ივარგებს

21 ივნ 202015:27
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მარგველაშვილს პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია ყოველთვის ჰქონდა, ამიტომ მათთვის ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის.

„მე პირადად მის ქმედებებში ვხედავდი, რომ პრეზიდენტობით არ დამთავრდებოდა მისი პოლიტიკური კარიერა და აუცილებლად გააგრძელებდა ამას. როგორც ჩანს, ახლა ნახა ეს მომენტი, მისთვის მისაღები პოლიტიკური ვითარება და თუ გადაწყვიტა, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირი. მისი გადასაწყვეტია. არ მგონია, რომ მისი აქტივი „ქართული ოცნებისთვის“ რაიმე დიდი წინააღმდეგობის მომტანი იქნება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის პოზიციას, მან ყოფილი  პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამართლიანი შეფასების უნარის გარეშე ვერცერთი პოლიტიკოსი ივარგებს.

„არ ვიცი რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე ტყუილი თქვა, მე ვიტყოდი უზნეოც ტყუილიც იმის თაობაზე, რომ არაფერი არ ხდებოდა 20 ივნისს და სახელმწიფომ იძალადა თავის მოქალაქეებზე. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს და მათ შორის, არც მარგველაშვილია გამონაკლისი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ის ხელისუფლებასთან რაიმე სახის თანამშრომლობას გამორიცხავს.


close დახურვა