ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან ნათია მეზვრილიშვილის გადადგომა გიორგი გახარიას ვერ დაასუსტებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ ასუსტებს მეზვრიშვილის წასვლა გახარიას.
"ნათია კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული, თავისი პრინციპულობით, პოზიციით და განაცხადებს ალბათ მომავალში.
რა დაასუსტებს გიორგი გახარიას, ეს ვერ დაასუსტებს", - თქვა ვოლსკიმ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დღეს, 23 ნოემბერს დატოვა. მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას 2019 წლის 2 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო იქამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.