logo
ENG



ვოლსკი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე: არავინ იცის, სიმართლეა თუ არა

05 ოქტ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/ckptr2tqubu8lqr.jpg

ქართული ოცნების დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, არავინ იცის, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს. როგორც ის ამბობს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის "არანაირი შეთანხმება არ არსებობს" და ეს ფორმალობაა. 

"ჯერ ერთი, სიმართლეა თუ არა, არავინ არ იცის. მეორე, არანაირი შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის არ არსებობს. ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს მაღალ დონეზე ვინმეს, მათ შორის პრეზიდენტს. ეს არის რუსეთის ინტერესი, ძალები მოიკრიბოს იმისათვის, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რომელიც სააკაშვილმა ჩააბარა 20%-ის ოდენობით", - ამბობს ის. 

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა