logo
ENG



ვოლსკი პრეზიდენტზე: განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება

04 აგვ 202114:37
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება დაბალანსება აკლდა. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა არაობიექტურად შეაფასა "დესტრუქციული პროცესების განვითარების მცდელობები".

"მმართველ პარტიას აქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ რეალურია ისიც, რომ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე არასდროს უთქვამს ნაციონალურ მოძრაობას უარი და ამის არდანახვა არ არის სწორი. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე, გამოეყვანა სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული და პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სუბიექტების მხრიდან", - ამბობს ვოლსკი.

3 აგვისტოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ქართული ოცნება გააკრიტიკა. ზურაბიშვილი არ ეთანხმება ქართული ოცნების არგუმენტს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა. 

 


close დახურვა