გამოვიდნენ კომპეტენტური სტრუქტურები და გააკეთეს განცხადებები. საკითხია ის, რომ ვერც მისი მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ჩუმად შემოიპარა საქართველოში. არის ვარიანტი, რომ რუსეთს შეეწყო ხელი გადმოეკვეთა საზღვარი, ჯერ აფხაზეთის და იქ შემოპარულიყო მათივე დახმარებით. ბევრი სხვა ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ თუ ასეთი რამე მოხდა, ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია პოლიტიკური პოზიცია, მათი ლიდერი აქ იმყოფება და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და შემოიჭრა საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ყოფილა, სიცრუე.