logo
ENG



ვოლსკი სააკაშვილზე: ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი

05 აგვ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი სააკაშვილზე: ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის სჯერათ.

"იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, წესი არ არსებობს. ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც არის შეპყრობილი ხიბლის ცოდვით. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, რომელთაც მისი სჯერათ, მის პოლიტიკურ გუნდში არიან გაერთიანებული და ყოველდღიურად აწერენ ხელს იმ სისხლიან წარსულს, რაც სააკაშვილმა შეუქმნა საქართველოს", - თქვა ვოლსკიმ.


close დახურვა