logo
ENG



ვოლსკი უკრაინის ელჩის გაწვევას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს

31 მარ 202216:21
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. გარდა ამისა, ვოლსკი ამბობს, რომ გაწვევა ხელისუფლებისა და საზოგადოების შეურაცხყოფაა.

"არც ისეთი გულუბრყვილო ვართ ჩვენი საზოგადოება, დავიჯეროთ, მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩი, რომ თურმე იარაღი ვერ მიიღო და სამხედრო მხარდაჭერა საქართველოსგან და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ვფიქრობდი, ვფიქრობ და ალბათ, მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, თვითონ ელჩის გაწვევის ამ დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს, რათა დაეხმაროს უკრაინელ ხალხს", - თქვა ვოლსკიმ.

გუშინ, 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. 


close დახურვა