ბათუმში, რესტორან ვოქსში ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.
რესტორანში ხანძარი ღამის 12 საათისთვის განჩდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ობიექტი არ ფუნქციონირებდა.
ხანძრის გამო ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორცილდა.