logo
ENG



ვფიქრობთ, რომ სასამართლო მნიშვნელოვანი საჯარო სივრცის ხელყოფას არ დაუშვებს - emc ანას ბაღზე

30 აპრ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC "ანას ბაღთან" 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე სააპელაციო სასამართლოს ნებართვას ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ზეგავლენა საკმარისად გამოკვლეული არ არის. იურისტებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე ადგილობრივების აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს.

ორგანიზაციამ საქმე სამართლებრივადაც შეისწავლა და დაასკვნა, რომ სამშენებლო ნებართვა კანონმდებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. უკვე 3 წელია აქტივისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები ბაღს მაღალსართულიანი  მშენებლობისგან იცავენ, გუშინ კი, სააპელაციო სასამართლომ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განახლების ნება დართო. 

„არ იქნა გამოკვლეული სათანადოდ ის ზეგავლენა, რასაც კორპუსი მოახდენს ბაღზე და მომიჯნავე კორპუსებზე. ასევე არ იქნა შეჯერებული სათანადოდ კერძო და საჯარო ინტერესი და როგორც ხშირად ხდება ხოლმე საჯარო ინტერესი შეეწირა კვლავ კერძო ინტერესს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ დაუშვებს მნიშვნელოვანი საჯარო სივრცის ხელყოფას“, - განაცხადა EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა. 


close დახურვა