logo
ENG



ზაალ უდუმაშვილი: ნიკა გვარამია არის ხელისუფლების მთავარი სამიზნე

02 ნოე 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
i8yabu43d3rvuo6.jpg

"ნიკა გვარამია არის ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე", - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ნიკა გვარამიას განეიტრალებას და "მთავარი არხის" დადუმებას ცდილობს.

"ნიკა გვარამია არის ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე. წლებია, ეს ასეა და ვერაფრით ვერ მოახერხეს ამის განეიტრალება და მისი დადუმება. "რუსთავი2"-ის წაღების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა ცდილობენ ამ მეთოდით რაღაც მოახერხონ. თუმცა, რეალურად  პროკურატურას ხელში მაინც არაფერი არ უჭირავს. პროკურატურის მთავარი ამოცანა "მთავარი არხის" დადუმებაა, რომელიც ნიკამ ძალიან მოკლე დროში შექმნა," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი მანქანის ეპიზოდით დაუმძიმა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძალოვანმა უწყებამ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების გადაფარვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.


close დახურვა