logo
ENG



ზაალ უდუმაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

09 ივნ 202213:43
3 წუთის საკითხავი
 
ზაალ უდუმაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს. ამის შესახებ უდუმაშვილმა პარლამენტს თავად მიმართა.

ნაციონალური მოძრაობა უდუმაშვილის ნაცვლად სხვა წევრს პარლამენტში ვერ შეიყვანს, რადგან სია ჩახსნილი აქვს, შესაბამისად, პარტიას 1 დეპუტატით ნაკლები ეყოლება.

29 მაისს უდუმაშვილმა თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მედიაში ბრუნდება. მისი თქმით, ბრძოლის ხაზზე რჩება, თუმცა დისლოკაციის ადგილს იცვლის.

უდუმაშვილმა მაშინდელი რუსთავი 2 2017 წელს დატოვა და ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.


close დახურვა