ზაარბრიუკენის მოედანზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილი ერთი მოქალაქის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დაშავებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის გულსა და ზურგშია დაჭრილი. მას 5 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელს - ის ფეხშია დაჭრილი, მასაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ფორმულას კლინიკაში უთხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
3 დეკემბერს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 2 ადამიანი დაჭრეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.