logo
ENG



ზალკალიანი: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შიდა კონსენსუსის საგანი უნდა იყოს

17 ნოე 202019:30
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/6bcuuzgyjps7as3.png

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოს მიზანია, მეტად დაუახლოვდეს შეერთებულ შტატებს, ასევე იგი აცხადებს, რომ მათი სურვილია "აშშ-ს მუდმივი ყოფნა საქართველოში". ამასთან, არ პასუხობს ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, ეხება თუ არა ეს ექსპერტების განცხადებას, განთავდეს ამერიკული ბაზები საქართველოში. მინისტრის თქმით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. ეს განცხადება დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე, აეროპორტში გააკეთა. 

"[იმ საკითხებზე, რასაც სახელმწიფო მდივანთან ერთად განვიხილავთ] ღიად ვერ ვისაუბრებ, გასაგები მიზეზების გამო. მესმის ის პათოდი, რაც საზოგადოებაშია შექმნილი, ექსპერტების წერილი ახსენეთ... ჩემი დიდი სურვილია, ყველას სურვილია, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა იყოს შიდა, საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი", - ამბობს დავით ზალკალიანი. 

მისივე თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა "უაღრესად აღმავალია".

"შარშან, როცა შევაფასეთ სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელი, იმ ყოვლისმომცველ დეკლარაციაში საუბარი იყო სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე. ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად დაახლოვება აშშ-სთან ჩვენ გვინდა აშშ-ს მუდმივი ყოფნა საქართველოში.

წინა ადმინისტრაციის პირობებში დავიწყეთ ეს თანამშრმლობა. შემდეგ, ახალ ადმინისტრაციასთნა დავიწყეთ თავდაცვის პროგრამის გარშემო თანამშრომლობა. აშშ-მ საქართველოს გადმოსცა ჯაველინების სისტემა. ეს არის მაგალითები, რაზეც დგას ჩვენი თანამშრომლობა. 

ამ ვიზიტის ფარგლებში შეფასდება, სად ვართ, და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ იმისათვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების მუდმივი სიმჭიდროვე იყოს", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. 


close დახურვა