logo
ENG



ზალკალიანი: ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

23 მარ 202013:07
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

„ჩვენი მოქალაქე, ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ჰქონდა გართულებები სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით და ამან კიდებ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა. საელჩო და საკონსულო არის კონტაქტზე  ოჯახთან და მისი გადმოსვენების პროცედურები ოჯახის წევრებთან შეთანხმებულია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი უკვე მესამე საქართველოს მოქალაქეა.

ესპანეთი ევროპაში, იტალიის შემდეგ, კორონავირუსით სიკვდილიანობისა და ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.


close დახურვა