საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეხვედრა ხელშესახებ შედეგს მოიტანს.
ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან "ძალიან საგნობრივი საუბარი ჰქონდა" და რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან მეტ ჩართულობას უნდა ველოდოთ როგორც უსაფრთხოების გაძლიერების და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის, ისე ეკონომიკურ საკითხებში.
"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ წინაშეა. რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ვთანხმდებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება. მათი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ის პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევ არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვითარდეს და თვისებრივად ახალ დონეზე ავიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისითაც, შინაარსით, განხილული თემები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალში უნდა ველოდოთ მეტი ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რადგანაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო დასაყრდენი". - თქვა ზალკალიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს დაიწყო.
დღეს, 18 ნოემბერს ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ასევე, კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. პომპეო შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.