ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს საკუთარ Facebook გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა, ზალკალიანის თქმით, გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევისა და მუშაობის შედეგია.
ზალკალიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს!
მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება!“, - წერია ზალკალიანის განცხადებაში.