logo
ENG



ზალკალიანი ამერიკის ელჩის კანდიდატურაზე: სპეკულაციებია, რომ ჩვენ ვიღაც დავბლოკეთ

17 ოქტ 201918:16
3 წუთის საკითხავი
 
8ralvwalkwqnsji.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ როგორც კი მოხდა ოფიციალური არხებით კომუნიკაცია, ქართულმა მხარემ მაშინვე მისცა თანხმობა ამერიკის ელჩის დანიშვნაზე.

როგორც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" მოსმენის ფარგლებში დეპუტატების კითხვის პასუხად ზალკალიანმა განაცხადა, ამერიკას ძალიან ბევრ ქვეყანაში არ ყავს ელჩი და საქართველო გამონაკლისი არაა.

„ამერიკას ბევრ ქვეყანაში არ ყავს ელჩი, საქართველო გამონაკლისი არ არის. ჩვენთან როგორც კი მოხდა ოფიციალური არხებით კომუნიკაცია, მაშინვე მივეცით თანხმობა ელჩის დანიშვნაზე. დანარჩენი სპეკულაციები და მოგონილი თემებია. ახლოსაც არაა სიმართლესთან, რომ ჩვენ აქ ვიღაცა დავბლოკეთ. როგორც კი ელჩის კანდიდატურის წარდგენა მოხდა, მაშნვე მივეცით თანხმობა," - განაცხადა ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბენკის კანდიდატურა დაბლოკა. 2011-2014 წლებში ბრინკი თბილისში ამერიკის ელჩის მოადგილე იყო. დაბლოკვის მიზეზად ბენკის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირება სახელდებოდა. 


close დახურვა